საქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს

საქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ლუქსუმბერგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების, ე.წ. EPA-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს.

„ფორუმს 32 წევრი ქვეყნიდან 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრება. ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის, მისი მემკვიდრეობის გაცნობისა და ფორუმში მონაწილე ქვეყნებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ EPA-ს ბიურო გეგმავს ახალი ინიციატივის - ქვეყნებში კულტურული მარშრუტების რუკების შემუშავებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 2018 წელს უკვე საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდება კულტურული მარშრუტების შესახებ კვლევა და რუკის შემუშავება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ეს არის კულტურული მიმართულებით საქართველოს ნამდვილი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, როდესაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობები სრულად იქნება დატანილი ევროპის კულტურულ რუკაზე.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ევროპის მხრიდან იქნება აბსოლუტური აღიარება იმ ფაქტის, რომ საქართველო თავისი კულტურით ჭეშმარიტად არის ევროპის ნაწილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს