გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, საქველმოქმედო მარათონში Wings for Life მონაწილეობა მიიღონ

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო მარათონში Wings for Life, რომელიც 6 მაისს გაიმართება.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს პირადი მაგალითი მისცენ.

„6 მაისს იმართება მსოფლიო მარათონი. ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება არის უმნიშვნელოვანესი. მსოფლიო მარათონი, რომელსაც ჰქვია wings for life, ანუ ფრთები სიცოცხლისთვის, 200-ზე მეტ ლოკაციაზე ტარდება. საქართველოში ამჯერად ჩატარდება კახეთში. ასე რომ, მოგიწოდებთ, სურვილის მიხედვით, მიიღოთ მონაწილეობა მარათონში. მნიშვნელოვანია, რომ პირადი მაგალითით მივცეთ მეტი სტიმული ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა