რობაქიძის საქმეზე, ბრალდების მხარემ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა წარადგინა

ბუტა რობაქიძის საქმეზე, ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა წარადგინა, რომელიც შემთხვევის ღამეს ადგილიდან ამოიღეს.

პროკურორებმა იარაღის სერიული ნომრები გააცნეს ბრალდებულებს და მოსამართლეს, ასევე წარადგინეს იარაღების მჭიდები და ვაზნები.

მტკიცებულებები ბრალდების მხარემ სასამართლოზე დალუქული სახით წარადგინა და ლუქების მოხსნა მოსამართლის თანდასწრებით მოხდა.

ამირან (ბუტა) რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს. რობაქიძე იმ ავტომანქანაში იმყოფებოდა, რომელიც საპატრულო პოლიციამ წერეთლის გამზირზე გააჩერა.

პროკურატურის ინფორმაციით, ავტომანქანაში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები ვერ აღმოჩინეს, რის შემდეგაც იმჟამინდელი მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით, შემთხვევის ადგილი გაყალბდა. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, ახალგაზრდებს, რომლებიც 2004 წლის 24 ნოემბერს დააკავეს, იარაღები ჩაუდეს.

პროკურატურის გადაწყვეტილებით, 2012 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შსს-ს იმჟამინდელი მაღალჩინოსნები, კრიმინალური პოლიციის უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე, საპარტულო პოლიციის სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე, კრიმინალური პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი, დავით იაშვილი, დიდუბის განყოფილების უფროსი ირაკლი ფირცხალავა და შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე პასუხისგებაში მიეცნენ. გარდა ამისა ბრალდებულთა ნაწილს გამოძიება იარაღის უკანონო შენახვასაც ედავება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს