კახა ბექაური - მომხმარებლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლი სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ

მომხმარებლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლი სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ, - ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა.

კითხვაზე, რა ეტაპზეა პროექტი, რომლის შემუშავებასაც კომისია ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გეგმავდა, კახა ბექაურის განცხადებით, ეს პროექტი აქტიურ ფაზაშია.

"ჩვენ უკვე გვქონდა ზეპირი მოსმენა გასულ კვირას და უახლოეს პერიოდში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ინტერნეტის ხარისხის კონტროლზე, რაც გამოიწვევს იმას, რომ კომპანიებს მიეცემათ სამი თვის ვადა, რომ შეცვალონ ხელშეკრულებები მომხმარებლებთან. აღარ იქნება ის, რომ აქამდე ხელშეკრულებაში არ იყო ხარისხის პარამეტრები, ისინი ვალდებულები გახდებიან, რომ ხარისხის პარამეტრები შეიტანონ მომხმარებლებთან კონტრაქტში, მათ შორის, სიჩქარე და სხვა ხარისხობრივი პარამეტრები და შემდგომ დაიცვან ის. მეორე მხრივ, მომხმარებელს მიეცემა ინსტრუმენტი - ტექნიკური საშუალება, რომელსაც კომისია აკეთებს და მათ ექნებათ აკლიპაცია, რომელსაც კომისიის ვებგვერდიდან ჩამოტვირთავენ და 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეეძლებათ შეამოწმონ საკუთარი ინტერნეტის ხარისხი და შეადარონ ახალი ხელშეკრულების პირობებს, რომელშიც ხარისხობრივი პარამეტრები იქნება შეტანილი. თუ იქ დარღვევა ან გადაცდომა იქნება, მათ შეუძლიათ კომისიაში შემოიტანონ სარჩელი. ასევე, სარჩელის შემოტანის გარეშეც მთელ ამ პროცესს 24 საათის განმავლობაში კომისია დააკვირდება და ინტერნეტის მიმწოდებლების მხრიდან შესაძლო გადაცდომების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის კომისია დამოუკიდებლად მოახდეს რეაგირებას", - განაცხადა ბექაურმა.

რაც შეეხება სანქციებს, ბექაურის განცხადებით, ეს იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული.

"ეს არის პირველ ჯერზე გაფრთხილება, მეორე ჯერზე - ფინანსური სანქცია და მესამე ჯერზე - ასევე ფინანსური სანქცია, რომელიც 270 000 ლარამდე ადის", - განაცხადა ბექაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს