მაია ცქიტიშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილეები და საქვეუწყებო კომპანიების ხელმძღვანელები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფსრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. მათივე ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში არაერთ პროექტს აფინანსებს როგორც სატრანსპორტო, ისე წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

„ევროპის საინვესტიციო ბანკმა, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის" ორი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება უკვე გამოყო. ამ დაფინანსების ხელშეკრულებების ფარგლებში, დაგეგმილია გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, რიკოთის მონაკვეთზე ჩუმათელეთი-ხევის (მსოფლიო ბანკთან თანადაფინანსებით) და უბისა-შორაპნის სექციების მშენებლობა.

ბანკთან მიმდინარეობს კონსულტაციები „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი (II)“-ის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მილიონი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, EIB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებიდან, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დაახლოებით 1.3 მილიარდი ევროა მიმართული, საიდანაც გზების სექტორზე - 750 მილიონი ევრო, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორზე - 200 მილიონი ევრო, ხოლო წყლის სექტორზე - 180 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელების შედეგად, შემცირდება მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო, გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, განვითარდება ტურიზმი და საერთაშორისო მიმოსვლა, მუნიციპალური და წყალმომარაგება-წყალარინების პროექტები გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის პერიოდში შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.

EIB-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მხარდასაჭერად, ევროკავშირი საქართველოსთვის გამოყოფს გრანტებს როგორც ინფრასტრუქტურული ნაწილის, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების ღონისძიებების დასაფინანსებლად.

მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების იმედი გამოთქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა