16 წლის გოგონა, რომელიც თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

16 წლის გოგონა, რომელიც თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. მოზარდი გუშინ გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გოგონა რამდენიმე დღის წინ გადმოვარდა. ის მიღებული ტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონა მკურნალობას ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა