კვლევის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ მოსწონს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკა გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ მოსწონს, - ამის შესახებ Odoxa ცენტრის მიერ ტელეარხ BFMTV-სთვის ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, გამოკითხული ფრანგების 58% უარყოფითად არის განწყობილი მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, 42% კი დადებითად აფასებს. კვლევის თანახმად, მარკონის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობა 2017 წლის ივლისის შემდეგ 7%-ით შემცირდა.

კვლევა 25-26 აპრილს ჩატარდა, რომელშიც 1007-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 2,5%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში აპრილის დასაწყისიდან მიმდინარეობს რკინიგზელების მასობრივი გაფიცვები, უკმაყოფილებას გამოთქვამენ ფრანგი სტუდენტებიც. რკინიგზის თანამშრომლები მათ დარგში რეფორმების წინააღმდეგ გამოდიან. სტუდენტები განათლების რეფორმას ეწინააღმდეგებიან, რომლის თანახმადაც გამოცდების პროცესში სერიოზული ცვლილებები შედის.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა