სახელმწიფო ინსპექტორი ანგარიშვალდებული იქნება როგორც პარლამენტის, ასევე პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინაშე

სახელმწიფო ინსპექტორი ანგარიშვალდებული იქნება როგორც პარლამენტის, ასევე პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინაშე. როგორც ცნობილია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, ახალი ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება.

მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში და ასევე, “ნდობის ჯგუფის“ შესახებ კანონში ხორციელდება.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური წელიწადში ერთხელ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და ნდობის ჯგუფს წარუდგენს.

პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით აირჩევს.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს