ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აქვს წარდგენილი, ნაფიცი მსაჯულების მიერ განსჯად დანაშაულებს განეკუთვნება. საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ რომ განიხილოს, თავად ბრალდებულის თანხმობაა საჭირო.

როგორც "ინტეპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განუცხადა, ამ საკითხზე ვეფხია ბაქრაძეს ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.

"ზოგადად კი ვისაუბრეთ ამ საკითხზე, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მიუღია", - განაცხადა მარსაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა