112-ის დირექტორი ევროპის საგანგებო ნომრის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი ნიკა გელაშვილი, მოადგილესთან, მაია გიორგაძესთან ერთად, ევროპის საგანგებო ნომრის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გამართულ კონფერენციაზე საქართველო მიწვეული იყო, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა.

„112“-ის დირექტორის მოადგილემ, მაია გიორგაძემ კონფერენციის მონაწილეებს პროექტი - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სამედიცინო ბრიგადების დისპეტჩერიზაციის ოპტიმიზაცია“ წარუდგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, დისპეტჩერიზაციის პროექტის ფარგლებში, შემუშავდება პროგრამა, რომელიც შემოსული ზარის საფუძველზე მოახდენს ინციდენტის რისკისა და სიმძიმის შეფასებას, დაადგენს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას, გამოთვლის სამედიცინო ბრიგადის შემთხვევის ადგილზე დაყოვნების სავარაუდო დროს, განახორციელებს სწრაფ და ეფექტურ დისპეტჩერიზაციას. პროგრამის დანერგვის შედეგად შემცირდება სამედიცინო ბრიგადების ლოდინის დრო და გაიზრდება მათი მუშაობის ხარისხი.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სხვადასხვა ქვეყანაში, გადაუდებელი დახმარების სფეროში არსებული გამოწვევების მიმოხილვასა და რეკომენდაციების გაზიარებას.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია“ (EENA-European Emergency Number Association) 1999 წელს, ქალაქ ბრიუსელში შეიქმნა. ასოციაციის მიზანია გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის დანერგვა ევროპის მასშტაბით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა. საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერს გახდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა