ტყის ეროვნული აღრიცხვა იგეგმება

ტყის ეროვნული აღრიცხვა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის “საქართველოს ტყის კოდექსში“, რომელსაც პარლამენტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იხილავს.

როგორც პარლამენტის წევრმა, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა სულხან მახათაძემ განმარტა, დღეს არსებული რეგულაციით, ტყის აღრიცხვა მხოლოდ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხორციელდება, რაც არ მოიცავს ტყით დაფარულ სხვა ფართობებს. ამასთან, უფლებამოსილება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე აღრიცხვის ჩატარებისთვის შემოფარგლულია მხოლოდ მართვის ორგანოების სამოქმედო არეალით, რაც იმას ნიშნავს, რომ მართვის ორგანოებს არ აქვს უფლება, განახორციელონ აღრიცხვა სხვა ფართობებზე.

მისივე თქმით, ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზანია ქვეყნის მთელი ტერიტორიის ტყეების აღრიცხვა. ამისთვის კი საჭიროა გაჩნდეს ნორმა - “საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა“, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდისა და საქართველოში საკუთრების სხვა ფორმებით არსებული ტყეების და მათი რესურსების ერთობლიობას.

პირველი ტყის ეროვნული აღრიცხვა იგეგმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გრანტის ფარგლებში, სრულიად საქართველოს მასშტაბით. პროექტი, რომელსაც GIZ ახორციელებს, მაისიდან დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო