იტალიაში „ნდრანგეტას“ 25 მაფიოზი დააკავეს

იტალიის ჩრდილოეთში პოლიციის სპეციალურმა დანაყოფებმა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, დაკავებულია მაფიის 25 წევრი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ასტის პროვინციის პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა.

ოპერაცია კოდური სახელწოდებით Barbarossa, რომელშიც 300-მდე პოლიციელი მონაწილეობდა, გახდა შედეგი ორწლიანი გამოძიებისა, რომელიც მაფიასთან ბრძოლის ტურინის სამმართველომ ჩაატარა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ასტისა და კუნეოს პროვინციებში არსებობდა გავლენიანი დანაშაულებრივი ორგანიზაცია „ნდრანგეტას“ ფილიალი, რომელიც ისტორიულად იტალიის სამხრეთში მდებარე კალაბრიის პროვინციას უკავშირდება, თუმცა ბოლო წლებში საკუთარი საქმიანობა იტალიის სხვა რეგიონებშიც გადაიტანა.

„ნდრანგეტას“ დაკავებულ წევრებს ბრალად მაფიის საქმიანობასთან კავშირი, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობა, თანხის გამოძალვა და სხვა მძიმე დანაშაული ედებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო