ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ექიმი ნარკოლოგები ექიმ ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის პრეზენტაციას ეხმაურებიან

ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ექიმი ნარკოლოგები ექიმ ინფექციონისტ გიორგი კანდელაკს, რომელმაც გასულ კვირას პარლამენტში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე პრეზენტაცია წარადგინა, მონაცემების უხეშ მანიპულაციასა და ტენდენციურობაში ადანაშულებენ.

როგორც სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ბრიფინგზე ექიმმა ნარკოლოგებმა განაცხადეს, სამედიცინო და საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი მანიპულატორული მიდგომა მიუღებელია.

„2018 წლის 28 აპრილს პარლამენტში შედგა “ ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე“ ჯგუფის შეხვედრა, სადაც მომხსენებელმა გიორგი კანდელაკმა წარადგინა პრეზენტაცია „ლამაზი მითი და სავავალო რეალობა“. ამავე ავტორმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა საკუთარი ანალიტიკური ნაშრომი „ნარკოდეკრიმინალიზაციის შედეგების ანალიზი პორტუგალიისა და ჩეხეთის მაგალითზე“. ორივე შემთხვევაში ავტორი ეყრდნობა ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების ცენტრის მონაცემებს და ცდილობს დაამტკიცოს თუ როგორი შედეგები მოიტანა ნარკოპოლიტიკის რეფორმამ პორტუგალიის 2001 წლის და ჩეხეთის 2010 წლის დეკრიმინალიზაციის შემდგომ პერიოდში. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტორი ახდენს მონაცემების უხეშ მანიპულირებას და აუდიტორიას აწვდის შერჩევითად მონაცემთა მხოლოდ იმ ფრაგმენტებს, რომლებიც მის პოზიციას და შეხედულებას ასაბუთებს. ავტორი ასევე მიმართავს მონაცემთა ცალმხრივ და ტენდენციურ ინტერპრეტაციას, დინამიკის გათვალისწინების გარეშე. სამედიცინო და საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი მანიპულატორული მიდგომა მიუღებელია“, – აცხადებენ ნარკოლოგები.

მათივე თქმით, აქსიომაა, რომ ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბი არ არის პირდაპირ კავშირში ნარკოკანონმდებლობასთან.

„ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება ამა თუ იმ ქვეყანაში დამოკიდებულია გაცილებით უფრო კომპლექსურ სოციოეკონომიკურ ფაქტორებზე და ამ ფაქტორების კომბინაციაზე. აქედან გამომდინარე, კანდელაკის მცდელობა რამენაირად სწორხაზოვნად დაუკავშიროს ჩეხეთსა და პორტუგალიაში ნარკოტიკების მოხმარების ტენდენციები ამ ქვეყვნებში გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, სათავეშივე მცდარია. მიუხედავად ამისა, ვინაიდან კანდელაკის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ და ყალბმა დასკვნებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მცდარი დასკვნების გამოტანას, იძულებული ვართ ამ განცხადებით პასუხი გავცეთ მას“, – აცხადებენ ბრიფინგის მონაწილეები, რომლებიც ამასთან დაკავშირებით წერილსაც ავრცელებენ.

წერილს თანდართული აქვს პრეზენტაცია პორტუგალიასა და ჩეხეთში ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შედეგებთან დაკავშირებით, რაც წერილი ავტორების თქმით, ამ ქვეყნებში არსებულ რეალურ მდგომარეობას ასახავს. გიორგი კანდელაკს აღნიშნული განცხადებით და წერილით პასუხობენ: ექიმი ნარკოლოგი თამარ სირბილაძე, ექიმი ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, ექიმი ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი გვანცა ფირალიშვილი, ექიმი ნარკოლოგი მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ სიხარულიძე, ექიმი ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი დავით ვადაჭკორია და ექიმი ნარკოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი დავით ოთიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო