მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულ დირექტორს, სკოტ დოუსონს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო და კერძო სექტორში ბანკის დაფინანსებით საქართველოში მიმდინარე, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

„ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი. პრეზიდენტ ნაკაოსთან და ბანკის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ქართულ მხარესთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული დისკუსია. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოს მეტი განვითარების მიზნით,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულმა დირექტორმა, სკოტ დოუსონმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც აზიის განვითარების ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, ასევე, ხაზი გაესვა, რომ ბანკის მიერ ენერგეტიკის, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გამოყოფილი თანხები, მიზნად ისახავს ქვეყანაში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და სიღარიბის დაძლევის დაჩქარებას, რაც მნიშნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარების, არამედ რეგიონული თვალსაზრისითაც.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა შეადგენს დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო