მიხეილ ჯანელიძე - დებატებს, განხილვებს და კითხვა-პასუხს აქვს შესაბამისი ფორმა, რომელიც უნდა იქნას დაცული

დებატებს, განხილვებს და კითხვა-პასუხს აქვს შესაბამისი ფორმა, რომელიც უნდა იქნას დაცული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ჯანელიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც პარლამენტში მისი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას რეგლამენტში ცვლილებების შეტანა და კითხვებზე პასუხების გაცემა მოითხოვა.

“რაც შეეხება განხილვებს პარლამენტში, მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური დებატები უნდა გამართულიყო შესაბამისი შეთანხმებული რეგლამენტის ფარგლებში. ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და ეს იქნებოდა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა და მნიშვნელოვანია, რომ იქნას დაცული რეგლამენტი და მოხდეს ინსტიტუტების პატივისცემა. ეს არის მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის. დებატებს, განხილვებს, კითხვა-პასუხს აქვს შესაბამისი ფორმა, რომელიც უნდა იქნას დაცული. კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მოსმენა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა