ირაკლი სესიაშვილი - მეხანძრე-მაშველებს ახალი ტექნიკა და უკეთესი სამუშაო პირობები სჭირდებათ

მეხანძრე-მაშველებს სჭირდებათ ახალი ტექნიკა, უკეთესი სამუშაო პირობები და საზოგადოების მხარდაჭერა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის მოდელი მარტივი და საიმედო უნდა იყოს.

„ბოლო წლებში დაგროვილმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სახანძრო ზედამხედველობის მიმართულებით სტანდარტების გაუმჯობესება აუცილებელია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგეგმილ რეფორმებში სწორ აქცენტებს აკეთებს. მისასალმებელია ასევე ის, რომ სამაშველო სამსახურების საქმიანობაში ჩაერთვებიან ის წვევამდელები, რომლებიც ალტერნატიულ შრომით სამსახურში იქნებიან გაწვეული. ეს, ერთი მხრივ, გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე სამაშველო საქმიანობაში, მეორე მხრივ კი, მიზნობრივად მოხდება ალტერნატიული შრომითი სამსახურის რესურსისა და პოტენციალის სწორად გამოყენება. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ „დელტას“ ბაზაზე ჩვენ დავიწყებთ სახანძრო ტექნიკის წარმოებას, რაც განაახლებს როგორც ჩვენს ტექნიკურ შესაძლებლობებს, ასევე, ვფიქრობ, შესაძლებელი გახდება ასეთი პროდუქციის ექსპორტზეც გაყიდვა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე გადადის, - ამის შესახებ პრემეირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, მათ შორის „სამოქალაქო უსაფრთხოების“ შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელი დაინერგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო