საქართველოს პრეზიდენტი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს.

„ გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. თქვენი მისიის ფორმულა მარტივია - დემოკრატია არ არსებობს თავისუფალი მედიის გარეშე. იმისთვის, რომ შევქმნათ ჯანმრთელი და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება თქვენი მოღვაწეობა. დემოკრატია არ არსებობს თვითმმართველობის გარეშე, ადგილებზე დემოკრატიის გარეშე და ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონული მედიის აქტიურობა. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, დემოკრატიულობის პროცესი იწყება რეგიონებიდან და პატარა ქალაქებიდან. იქ წარმართული ჯანმრთელი დემოკრატიული პროცესი განაპირობებს დედაქალაქში მიმდინარე საერთო, ეროვნულ, დემოკრატიულ პროცესს. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჟურნალისტს, რომლებიც წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ამ მნიშვნელოვან მისიას ემსახურებიან“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო