მიხეილ ჯანელიძე - ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია

ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ყველა საერთაშორისო ფორმატში, რათა მკაფიო პოზიცია იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებული საერთაშორისო სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ის გამოეხმაურა ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მისივე თქმით, 2014 წლის შემდეგ ყოველ წელს მიიღება და რომელიც “ძალიან მნიშვნელოვანია“.

“მინდა გამოვეხმაურო ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიიღება 2014 წლის შემდეგ, ყოველ წელს. გადაწყვეტილებაში საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება არის მიცემული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის. ხაზგასმულია, რომ რუსეთის ვერც ერთი უკანონო ქმედება სამართლებრივი ხასიათის მატარებელი ვერ იქნება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ეს არალეგიტიმური ქმედებებია. ნებისმიერი მცდელობა, საქართველოს რეგიონების სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით ითვლება უკანონოდ და ეს აღიარებულია სწორედ ამ გადაწყვეტილებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ასევე დაგმობილია ფაქტები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, მკვლელობას და გამოხატულია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ გენერალური მდივნის წარმომადგენელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა.

“არ არსებობს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები და ამით კიდევ უფრო მძიმდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ სწორედ ამ გადაწყვეტილებით და სხვა რეზოლუციებით, რომლებიც არის მიღებული, ვახდენთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მაქსიმალურ მობილიზებას, მათი პოზიციის კონსოლიდაციას, რაც უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით დარეგულირებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ყველა საერთაშორისო ფორმატში, რათა მკაფიო პოზიცია იქნას დაფიქსირებული საერთაშორისო სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებლის ვალდებულების შესახებ და მათ მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის შესახებ“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო