ლევან იზორია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს მეირ შაბათს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილეს და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს. ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე იქნება ორიენტირებული. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანის გარდა შეხვედრები თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული უსაფრთხოების შესწავლის ინსტიტუტში გამართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა