მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგად იცნობს რეგლამენტს, ფორმატიც შეთანხმებული იყო გუშინ, ის გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს. თუმცა, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ, იქნებ, მიეცეს მას შესაძლებლობა, რომ თუ მართლა უნდა კითხვებზე პასუხების გაცემა, შევთავაზოთ სატელევიზიო დებატების ფორმატი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი უმრავლესობის შეთავაზებას დათანხმდება. მისივე თქმით, პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში, უმრავლესობა მზადაა დებატების ნებისმიერ ფორმატში გამართვისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგად იცნობს რეგლამენტსაც, ფორმატიც შეთანხმებული იყო გუშინ, ის გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს. თუმცა, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ, იქნებ, მიეცეს მას შესაძლებლობა, რომ თუ მართლა უნდა კითხვებზე პასუხების გაცემა, შევთავაზოთ სატელევიზიო დებატების ფორმატი, სადაც საშუალება იქნება, რომ ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი. იმედია, ის ჩვენს ამ შემოთავაზებას მიიღებს.

ტექნიკურ და ფორმალურ საკითხებზე, ალბათ, შევჯერდებით. არ მინდა, წინასწარ ეს დავაანონსო ან დეტალიზაცია მოვახდინო. მისი სურვილის შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდეთ დებატებში პრეზიდენტ მარგველაშვილს“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს