ჩინეთის ელჩი რაჭას ესტუმრა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იანჩი, მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, რაჭას ესტუმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ელჩი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორს არჩილ ჯაფარიძეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს ზვიად მხეიძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გუბერნატორმა სტუმრებს რეგიონის პოტენციალი გააცნო და ის ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოუდგინა, რომელთა განხორციელებას მხარის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ელჩის თქმით, რაჭას უდიდესი პერსპექტივა აქვს იმისათვის, რომ წარმატებით განვითარდეს როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მან ასევე სრული მზადყოფნა გამოთქვა, რომ მისი საქართველოში მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეზე.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ამბროლაურის ღვინის ქარხანა „როიალ ხვანჭკარა“ და ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეოფლაუერი“ დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონსა და ჩინეთის ძილინის პროვინციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს