ირაკლი აბესაძე - საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შეთავაზებას გუშინდელი დებატების დროს, პოლიტიკური სიჯიუტის გამო არ დათანხმდა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შეთავაზებას გუშინდელი დებატების დროს, პოლიტიკური სიჯიუტის გამო არ დათანხმდა.

როგორც აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპული საქართველო“ თანახმა იყო, რომ პრეზიდენტი პერმანენტულად ჩართულიყო დებატებში და ამ ფორმატში გაგრძელებულიყო პოლიტიკური დებატები საკანონმდებლო ორგანოში.

„დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერდით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ ბატონი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარბაზში დარჩენილიყო და მისი აქტიური ჩართულობით გაგრძელებულიყო მსჯელობა საკითხებზე. თავდაპირველად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ზოგიერთმა დეპუტატმა წინასწარ მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, შემდეგ კი გადათქვეს მოსაზრება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო პოლიტიკური სიჯიუტე, რომ არ გაგრძელებულიყო არსობრივი მსჯელობა“, - განაცხადა აბესაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო