რომან გოცირიძე - სატელევიზიო დებატები გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უნდა შედგეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, სატელევიზიო დებატები უნდა შედგეს გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. მისი თქმით, მხოლოდ ასეთი დებატები იქნება ლოგიკური.

„ხუთი წლის განმავლობაში ხდებოდა პრეზიდენტის ნებისმიერი აზრის იგნორირება და რაღა ახლა გადაწყვიტეს, რომ საჭიროა პრეზიდენტის აზრის გაგება დებატების რეჟიმში? მე რომ პრეზიდენტი ვიყო დავთანხმდებოდი, ოღონდ დებატები უნდა წარიმართოს „ქართული ოცნების“ რეალურ ხელმძღვანელთან, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. გუშინ, საპარლამენტო დებატები არ სურდათ, ჩაშალეს რეგლამენტური ახირების გამო. ახლა უნდათ სატელევიზიო სივრცეში დებატები. მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის, როგორც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, უკვე პარტიის ოფიციალურ ხელმძღვანელს შორის დებატები იქნებოდა ლოგიკური და არა მარგველაშვილისა და რომელიღაც ფრაქციის ჭ–კლასის პოლიტიკოსების მონაწილეობით“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს