კახა კალაძე - ბოტანიკური ბაღის და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი და საფეხმავლო გზა გაკეთდება

ბოტანიკური ბაღის და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი და საფეხმავლო გზა გაკეთდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოტანიკურ ბაღში, თბილისის მერიის ახალი პლატფორმის „თბილისის ცის ქვეშ“ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით კეთდება და ის საჩუქრად გადაეცემა დედაქალაქს.

„დღეს ვიმყოფებით ბოტანიკურ ბაღში, სადაც არის შესანიშნავი გარემო. ძალიან მიხარია, რომ ბევრ ადამიანს, ბევრ ტურისტს ვხედავ ბოტანიკურ ბაღში. ძალიან მალე, ვიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, კერძოდ, ბოტანიკური ბაღის და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი და საფეხმავლო გზა გაკეთდება. ეს ამ კონკრეტულ ადგილს მისცემს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ სწორად იყოს გამოყენებული. ამ პროექტს ფონდი „ქართუ“ საჩუქრად უკეთებს დედაქალაქს და ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა