ზურაბ პატარაძე პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე სასტუმრო ,,რედისონში“ გამართულ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მიზანი დემოკრატიული საზოგადოებისა და მედიაგანვითარების პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და პრესის თავისუფლების, როგორც ღირებულების აღნიშვნაა. შეხვედრაზე მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე დისკუსია გაიმართა.

ზურაბ პატარაძემ მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მთავრობის პირობებში მედიასთან კომუნიკაცია მხოლოდ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.

შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მედია ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორები არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო და ორგანიზაცია ,,აირექსი“. შეხვედრა უკვე მესამედ პრესის თავისუფლების დღეს სიმბოლურად იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო