ზურაბ პატარაძე სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს.

მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის ხელმძღვანელმა პირებმა ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ზურაბ პატარაძის თქმით, ახალი სპორტის სასახლე მრავალფუნქციური სპორტული ობიექტია, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს და რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ტურნირებს უმასპინძლებს.

„ამ ეტაპზე ტერიტორიის რკინა-ბეტონით საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც საძირკვლის შევსების, მონოლითური რკინა-ბეტონის სვეტებსა და ნულოვან ნიშნულამდე კედლების მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტის ფარგლებში, პარალელურად ტერიტორიის ეზოს და პარკირების ადგილის ფუძის მოწყობა ხორციელდება. სამუშაოებში დღეისათვის 60 ადამიანია დასაქმებული.

3400 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო ფართი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრია და იქ სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის 10-ზე მეტი დარბაზი განთავსდება. გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა, თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე გასახდელები და სხვა დამხმარე ობიექტები მოეწყობა. შენობას, ასევე, ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული.

მშენებლობის ღირებულება 61 977 777 ლარია. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში (ხელშეკრულება 2018 წლის 8 იანვარს გაფორმდა) დასრულდება“, - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა