დავით სერგეენკო ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - კორუფცია არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება

კორუფცია არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ მოსაზრების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ შეწყალების პრაქტიკას შეიძლება კორუფციის საფუძველი ჰქონდეს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელ შეფასებაში დაასახელა არა ერთი, არამედ სამი შესაძლო თეორიული ვერსია: ნაკლები პასუხისმგებლობა, კორუფცია და მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფო ინსტიტუციის ჩამოშლისა. მან ჩამოთვალა თეორიულად დასაშვები სამი ვერსია. კორუფცია, ჩემი აზრით, არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება. მინიმუმ, ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ საზოგადოებას, პარლამენტის წევრებს გუშინ საშუალება მისცემოდათ, დებატების დროს ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. კობახიძემ პატიმართა შეწყალების მხრივ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი საფუძველი: - უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია და სამართლდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა