დავით სერგეენკო - ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა იმ სახით, რომ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა ისე, რომ უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც ნარკოტიკით ინტოქსიკაციის შემთხვევებს შეეხებოდა.

„ნარკოპოლიტიკა, რა თქმა უნდა, უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა იმ სახით, რომელიც საზოგადოების ნაწილში არის გავრცელებული, რომ უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ნარკოპოლიტიკის გადახედვა ნიშნავს, რომ შემცირდეს მიწოდება და შემცირდეს მოთხოვნა, ანუ ზიანი. ეს არის დედააზრი. უკვე იყო რამდენიმე ნაბიჯი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მარიხუანასთან დაკავშირებით, ახლა უკვე ფინალურ სტადიაში არის ახალი კანონპროექტი, რომელიც იმედია იმ სახით ამოქმედდება, რომ მთავარი ამოცანა შეამციროს, მიწოდების და მოთხოვნის შემცირება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა