დავით სერგეენკო - ახალი ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანა იქნება გაზარდოს მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ფუძნდება ახალი ორგანიზაცია, რომელიც სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

სერგეენკოს თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და მთავრობას წარუდგინა.

“დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ დაფუძნდეს ახალი ორგანიზაცია. მისი უმთავრესი ამოცანა იქნება გაზარდოს მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. თავისი სტრუქტურით ეს ინსტიტუცია არის ჩვენს რეალობაში შედარებით ახალი, მაგრამ ძალიან გავრცელებული კერძო სახელმწიფო პარტნიორობის მოდელზე აგებული სტრუქტურა. მისი მონაწილეები იქნებიან სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის სამინისტრო, კერძო პარტნიორობის მხრიდან კი ადგილობრივი და უკლებლივ ყველა საერთაშორისო ფარმა მწარმოებელი. ეს ინსტიტუცია საშუალებას იძლევა, რომ სამი მთავარი რესურსი წარმოვიდგინოთ, თუ სად შეიძლება მოხდეს ფასის დაკლება - ეს არის მწარმოებლის ფასი, მარკეტინგის ფასი, ღირებულება, დანახარჯები და მოგება. ასეთი მოდელი ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ მწარმოებელმა ფასდაკლებები გააკეთოს, დისტრიბუცია-მარკეტინგში უკვე სახელმწიფომ მიიღოს ჯანსაღი მონაწილეობა და შეამციროს ხარჯები. ეს არ იქნება მომგებიანი ორგანიზაცია, იქნება არამომგებიანი და შესაბამისად, მოგების კომპონენტი ნულს გაუტოლდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განმარტებით, ორგანიზაცია დღეს დაფუძნდა და დღეიდან აქტივობა უკვე იწყება.

“მიმდინარე პროექტი, რომელიც შარშან მაისში დაიწყო, ემსახურება 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე სოციალურად დაუცველებს და მათ უზრუნველყოფს 23 მედიკამენტით ერთი ლარის ღირებულებით. პროგრამის გაფართოება მოხდება და მოსარგებლეებს დაემატებიან პენსიონერები და შშმ პირები. ამ ეტაპზე არ მოხდება ერთ ლარად მედიკამენტის შეძენა, თუმცა ამოცანა არის, რომ მაქსიმუმ ნახევარი ფასი დახარჯონ იმ თანხისა, რაც ახლა ეხარჯებათ მედიკამენტებზე. იმედი მაქვს, რომ მაისის ბოლოდან პენსიონერებსა და შშმ პირებზე დაემატება მეორე ტიპის მართვის დიაბეტი, გულის უკმარისობა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები“, - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუ რომელ მედიკამენტებზე გავრცელდება პროგრამა.

“ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯების მობილიზაცია არ დასჭირდება, რადგან ფასდაკლების რესურსები არის ის, რომ მწარმოებელი დაბალ ფასად შემოგვთავაზებს, მცირდება დისტრიბუცია-მარკეტინგის ხარჯები და მოგება ნულდება. ასე რომ, წელს სახელწმიფოსგან დამატებითი ხარჯები საჭირო არ იქნება. რაც შეეხება დანახარჯებს კომპანიების მხრიდან, ზარალში არავინ არ იქნება, უბრალოდ არის არამომგებიანი. თუ რაღაც მიმართულებით, რაღაც კომპონენტზე იქნება მოგება, ეს მოხმარდება იმას, რომ პროგრამის მეორე კომპონენტზე მოხდეს სუბსიდირება. პროგრამა არის ორმხრივ-სასარგებლო, მაგრამ არა გაყიდვა-მოგებაზე ორიენტირებული პროექტი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა