გიგა ბოკერია - დებატების შეთავაზება იაფფასიანი პოლიტიკური პიარია

დებატების შეთავაზება იაფფასიანი პოლიტიკური პიარია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს.

„ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან იაფფასიანი პიარის მცდელობაა. დებატის წინააღმდეგები არ ვართ, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს გუშინდელ ვითომ „პრინციპულობას“ ვერ გაამართლებს. მათ შეეძლოთ საღი აზრის ფარგლებში ცვლილებები მიეღოთ და დაეთმოთ პრეზიდენტისთვის, მაგრამ გამოიჩინეს რაღაც პოლიტიკური ღირსება, რაც სხვა დროს ავიწყდებათ ხოლმე. პრინციპულობაა საჭირო, როცა მინისტრები რეგლამენტს არღვევენ და პარლამენტს შეურაცხყოფას აყენებენ. ამას უმრავლესობაში ითმენენ და სრულ უთავმოყვარეობას ავლენენ,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა