“საქრუსენერგომ” 330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

სს გეს „საქრუსენერგომ“ 330 კვ ეგხ (ელექტროგადამცემი ხაზი) „გარდაბანზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, „გარდაბანის“ გეგმური სარემონტო სამუშაოები 2018 წლის 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარეობდა მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. 330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ სამუშაოების განახორციელა „საქრუსენერგოს“ თბილისის სსუ-სა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალმა. სამუშაოთა წარმოებაზე დაკავებული იყო 30 თანამშრომელი და გამოყენებულ იქნა 10 ერთეული სპეცტექნიკა.

ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოების წარმოებას კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევდა აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ კიკვაძე, ხოლო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებას ზედამხედველობას და კონტროლს - უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.

„330 კვ ეგხ „გარდაბანის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, მათ შორის შეიცვალა გატეხილი და დაჭუჭყიანებული იზოლატორები, ანძის მეტალოკონსტრუქციები გამაგრდა ნაკერებში გახსნილი კუთხოვანების შედუღებით, შეკეთდა კუთხური ანძების მარყუჟების შემაერთებელი სააპარატო მომჭერები, ანძებიდან ჩამოიხსნა ფრინველების ბუდეები, ეგხ-ს მთელს მონაკვეთზე ჩატარდა მაღლივი დათვალიერება. შესრულებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროგადამცემი ხაზის იმედიანობა და მდგრადობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოახლოებული წყალდიდობის სეზონის წარმატებით გავლისათვის. ამჟამად 330 კვ ეგხ „გარდაბანით“ ჩართულია და მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა