რეგისტრაციიდან მოხსნილ და საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედის

საარჩევნო კოდექსის ორგანულ კანონში ცვლილებები შედის, - ინიციატივა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

უწყების ცნობით, ცვლილებები რეგისტრაციიდან მოხსნილ და საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს ეხებათ.

კერძოდ, ორგანულ კანონში შევა ცვლილება და 5 წლიანი ვადით შეიქმნება გარდამავალი ნორმა, რომლის თანახმად, რესტრაციიდან მოხსნილ ყველა ამომრჩეველს საშუალება მიეცემა ხმა მისცეს ფაქტობრივი საცხოვრებლის მეშვეობით.

მეორე ცვლილება შეეხება უცხოეთში მცხოვრებ ამომრჩევლებს. კერძოდ, ყველა იმ მოქალაქეს, ამომრჩეველს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და იქ არის რეგისტრირებული, თუმცა არ არის საკონსულო აღრიცხვაზე. არჩევნებში მონაწილეობა მათაც შეეძლებათ.

“გადავწყვიტეთ, რომ შევიტანოთ გარდამავალი ნორმა 5 წლიანი ვადით, რომლითაც რეგისტრაციიდან მოხსნილ ყველა მომრჩეველს მოგეცემათ საშუალება, რომ საცხოვრებლის მიხედვით მისცენ არჩევნებში ხმა. ამავე პროექტში მეორე ცვლილება შეეხება უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ამომრჩევლებს, დღევანდელი მოცემულობით იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი გადასცემს ცესკოს ყველა იმ ამომრჩევლის მონაცემს, რომელიც არის საკონსულო აღრიცხვაზე. ეს წესი იცვლება და მოქალაქე, ამომრჩეველი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, იქ არის რეგისტრირებული, მაგრამ აღრიცხვაზე არ არის, მასაც შეეძლება არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს