ანსამბლმა „სულიკომ“ ლიტვაში კონცერტი გამართა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულმა ანსამბლმა „სულიკომ“, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ლიტვის ეროვნულ ფილარმონიაში კონცერტი გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლიტვის კულტურის მინისტრმა ლიანა რუოკიტე-ჯონსონმა, მან ხაზი გაუსვა ქართული ანსამბლის "სულიკოს" უნიკალურ ვოკალურ და მუსიკალურ შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ კონცერტმა „გააერთიანა ორი სახელმწიფოს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის ასი წლისთავის სადღესასწაულო თარიღები.“

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები ლიტვის რესპუბლიკაში "სულიკოს" კონცერტით დაიწყო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა