პარლამენტმა დაასრულა პროექტის განხილვა, რომლის მიხედვით, თბილისში ტაქსით მომსახურება სანებართვო საქმიანობა ხდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და ამით დაასრულა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებისა და მისი თანმდევი პროქტების განხილვა, რომლის გათვალისწინებით, თბილისში ტაქსით მომსახურება სანებართვო საქმიანობა ხდება.

საკანონმდებლო პაკეტს სავარაუდოდ დღესვე, მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

პროექტის მიხედვით, თბილისის მთავრობა საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ვადას, გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს.

ტაქსით მომსახურება სანებართვო პირობების დარღვევით - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ტაქსით ნებართვის გარეშე საქმიანობა - დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ამასთან, 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, თბილისის მთავრობამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესი. ერთიან საინფორმაციო ბაზა უნდა შეიქმნას არაუგვიანეს 2018 წლის პირველ ოქტომბრისა, რომელზეც წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს