კახა კალაძე - პრეზიდენტი რომ გარბის პარლამენტიდან, მგონია, ლამაზი არ არის

პრეზიდენტი რომ გარბის პარლამენტიდან, მგონია, ლამაზი არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტში პრეზიდენტის გუშინდელ მოხსენებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"პრეზიდენტის გამოსვლას რაც შეეხება, არ მომისმენია, მაგის დრო არ მქონდა, მერიის საქმიანობით ვყავი დაკავებული. პრეზიდენტი რომ გარბის პარლამენტიდან, მგონია, რომ არ არის ლამაზი. მგონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს, პირველ რიგში, პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი თავის მხრიდან და ასევე პარლამენტის მიმართ", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გუშინ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. გიორგი მარგველაშვილმა მოითხოვა, რომ დასკვნით სიტყვამდე დეპუტატების გამოსვლებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტის დარღვევა იყო. აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე დააყენეს. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დებატებში პრეზიდენტის პერმანენტული მონაწილეობისთვის ცვლილებები არ განხორციელდებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგელაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა