თემურ ბასილია საქართველოში დაბრუნებას აპირებს

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ თემურ ბასილიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ბასილიას თქმით, სასამართლომ დეტალურად განიხილა მისი საქმე: დაკითხა 20-მდე მოწმე, შეისწავლა პროკურატურის და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არაერთი მტკიცებულება და ამის საფუძველზე მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება.

„ასევე მინდა აღვნიშნო პროკურატურის როლი, რომელმაც საქმის დეტალურად შესწავლის შემდეგ მიმართა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის პოლიტიკურად მოტივირებული, უკანონო და არასამართლიანი განაჩენის გადახედვის თხოვნით“, - განაცხადა თემურ ბასილიამ.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის დღევანდელი გადაწყვეტილებით, თემურ ბასილია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გაუქმდა 2008 წლის 28 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც თემურ ბასილიას მსჯავრი დაედო.

შეგახსენებთ, რომ თემურ ბასილია 2004 წლიდან შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ბასილია ქრთამის აღებაში იყო დამნაშავედ ცნობილი.

.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს