კახა კალაძე - როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გაუმჯობესებული, პირველი მე ვიქნები, ვინც ხელფასების მატების საკითხს დააყენებს

როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გაუმჯობესებული, პირველი მე ვიქნები, ვინც ხელფასების მატების საკითხს დააყენებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეების ხელფასებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

"დღეს მუნიციპალიტეტს არ აქვს იმის საშუალება, რომ 45%-იანი ხელფასის ზრდა განახორციელოს. აბსოლუტურად გაუგებარია მოთხოვნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემს თანამშრომლებს რაღაც ჯგუფებად არ ვყოფ და პრიორიტეტებს არ ვანიჭებ. ჩემთვის მათი ყველას საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველას აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა პირველ რიგში, დედაქალაქის მოსახლეობის მიმართ. შესაბამისად, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გაუმჯობესებული, პირველი ვიქნები მე, ვინც დააყენებს საკითხს, რომ ხელფასების მატება უნდა იყოს არა მხოლოდ მეტროს მემანქანეების მიმართ. ჩვენ გვაქვს რიგი მიმართულებები, სადაც ორჯერ და სამჯერ ნაკლებ ხელფასებს იღებენ ადამიანები. უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათაც იმ საქმიანობაში, რასაც აკეთებენ, მაგრამ ქვეყნის სიყვარულით, პასუხისმგებლობით გრძნობებით ეპყრობიან. მათ იციან, როდესაც საშუალება გაჩნდება, ჩვენ მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, მათ შორის მემანქანეების", - განახადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილი სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასის 45%-მდე გაზრდას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის სხდომაზე პოზიცია დააფიქსირა დედაქალაქის მერმაც, რომელმაც ხელფასის მომატებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს გაფიცვა დაანონსა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ისინი არ გაიფიცებიან, რადგან მათი განმარტებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოხდეს კონსენსუსის მიღწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცვას 30 დღის შემდეგ გეგმავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო