„ევროპის დღეები 2018“ -ის ფარგლებში პარლამენტის წევრები და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ქუთაისში სტუდენტებს შეხვდნენ

„ევროპის დღეები 2018“ - ის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წევრები და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის საკთხები იყო: „ევროპა - ჩვენი ქვეყნის არჩევანი, მშვიდობის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, ევროპული განათლების პერსპექტივა“.

უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯოს დოუმა და აწსუ-ს რექტორი გიორგი ღავთაძე მონაწილეობდნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის მიმდინარეობის პროცესზე, ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები.

„თამარ ხულორდავამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე და იმ კონკრეტულ სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად იღებენ. მან ასევე, აღნიშნა პარლამენტის როლი ამ წარმატებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა