სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მენაშენეები თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს შეხვდნენ

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მენაშენეები თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს, თემურ ბოლოთაშვილს შეხვდნენ. მათ ბოლოთაშვილს საკუთარი პრობლემა გააცნეს, რომლის თანახმად, სამშენებლო კომპანიისგან მათ საცხოვრებელი ბინები აქვთ შეძენილი, თუმცა „სვეტმა“ მშენებლობა შეაჩერა და მიზეზად დაასახელა, რომ თბილისის მერიამ მშენებლობის ნებართვა არ მისცა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თემურ ბოლოთაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია „სვეტი“ რიგ მშენებლობებს უკანონოდ ახორციელებს. მისი თქმით, პროცესში თბილისის მერიამ მედიაციის როლი შეითავსა იმისთვის, რომ მოსახლეობასა და კომპანიას შორის სწორი კომუნიკაცია შედგეს, თუ რატომ და რის საფუძველზე შეუჩერდა კომპანიას მშენებლობის ნებართვა.

როგორც ბოლოთაშვილი აცხადებს, დღევანდელი შეხვედრა მასსა და დაზარალებულ მენაშენეებს შორის კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა, ვინაიდან ხვალ არქიტექტურის სამსახური აპირებს შეხვდეს სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წარმომადგენლობას. მისი თქმით, კომპანიამ ამ შეხვედრაზე უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გაუმჯობესებული პროექტი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების თვალსაზრისით კანონმდებლობის მოთხოვნას.

„კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებული პრობლემები არის ის, რომ მშენებლობის ნებართვის გარეშე იყო დაწყებული რიგი მშენებლობები. ამ შემთხვევაში კი, უშუალოდ თბილისის მერია და არქიტექტურის სამსახური პროცესში ჩაერთო იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა სწორი კომუნიკაცია არსებობდეს მოსახლეობასა და კომპანიას შორის, რომლის როლიც, ფაქტობრივად, ჩვენ ვიტვირთეთ. ასევე გვინდა, ხელი შევუწყოთ პროექტების გადაკეთების პროცესს იმისთვის, რომ მოთხოვნები, რასაც კანონმდებლობა საზღვრავს დაკმაყოფილებული იყოს, მათ შორის, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები აღნიშნულ პროექტებში და გაიცეს მშენებლობის ნებართვა. ამიტომ ამ პროცესში, ჩვენ რეგულარულად ვხვდებით კომპანიის წარმომადგენლებს და მოსახლეობას, რომლებსაც ფართები აქვთ შეძენილი ამ ობიექტებში. დღესაც შედგა ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა. ჩვენ თავს ვალდებულად ვგრძნობთ, რომ ანგარიშვალდებულები ვიყოთ მოსახლეობის წინაშე და საქმის კურსში ჩავაყენოთ, თუ რა ტიპის განაცხადი წარმოადგინა კომპანიამ მომავალი ნებართვის მიღებისთვის. ამ ეტაპზე წარმოდგენილია მირცხულავას ქუჩის ობიექტზე რამდენიმე ბლოკისთვის არქიტექტურული პროექტი, ანუ შეთანხმების მიზნით დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე დოკუმენტაცია არის დახარვეზებული. ჩვენ ხვალ კიდევ გვაქვს შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთნ და ვნახოთ, რა სახის გაუმჯობესებულ პროექტს მოიტანენ. იმედი გავქვს, რომ დააკმაყოფილებენ კანონმდებლობის მოთხოვნას, მათ შორის, უკვე გადაკეთებული იქნება და აღნიშნულ პროექტებში შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები იქნება დაცული. შესაბამისად, ამ შეხვედრის შემდეგაც, ბუნებრივია, მოსახლეობას საქმის კურსში ჩავაყენებთ და მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი. ზოგადად, ჩვენ ერთი მხრივ, ვასრულებთ მედიატორის როლს და მეორე მხრივ, ვეხმარებით კომპანიას, რათა დრულად მოხდეს პროექტის გადაკეთება იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა გავცეთ მშენებლობის ნებართვა“, - განაცხადა თემურ ბოლოთაშვილმა.

თბილისის მერიასთან სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულმა მენაშენეებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ამ კომპანიაში საცხოვრებელ ბინებს იშენებდნენ, რისთვისაც გარკვეული ტიპის თანხები გადახდილიც აქვთ, თუმცა მენაშენეების განმარტებით კომპანიამ მშენებლობა შეაჩერა და მიზეზად დაასახელა ის, რომ მშენებლობის ნებართვას თბილისის მერია არ აძლევს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს