ნიკოლ ფაშინიანის პრემიერის პოსტზე ხელახლა წარსადგენად უკვე საკმარისი ხელმოწერებია შეგროვებული

ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა წარსადგენად უკვე საკმარისი ხელმოწერებია შეგროვებული,- ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფაშინიანის კოლეგამ საპარლამენტო ფრაქცია „იელქიდან“, არარატ მირზოიანმა დაწერა.

ფაშინიანს მხარი დაუჭირეს ოპოზიციური ფრაქციების სხვა წარმომადგენლებმაც.

ფაშინიანის კანდიდატურა ხელმეორედ ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ამისათვის ფრაქცია „იელქმა“, რომელმაც მისი კანდიდატურა დააყენა, ხელმოწერები უნდა წარუდგინოს პარლამენტის სპიკერს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარსადგენად 35 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის კანდიდატს მხარს დაუჭერს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა