სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების შექმნის შესახებ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების შექმნის შესახებ (გეო გაპი/Geo GAP ) შეხვედრა ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, პროექტი USAID ZRDA პროექტის ფარგლებში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიების, სასტუმროების, მასერტიფიცირებელი/საკონსულტაციო ორგანიზაციების, რესტორნების წარმომადგენლები და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ფერმერთა სათათბიროს წევრები ესწრებოდნენ.

„ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ ადგილობრივი სტანდარტი, რათა ფერმერებს თავიდანვე სტანდარტიზირებული პროდუქტი ჰქონდეთ. იმ შემთხვევაში თუ მოინდომებენ პროდუქციის ექსპოტზე გატანას, თანხვედრაში იყოს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებთან“, - აღნიშნა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

მათივე ინფორმაციით, Geo GAP - ის მთავარი მიზნებია - მასერტიფიცირებელი ორგანოს დაფუძნება და ინსტიტუციონალური განვითარება; საქართველოში პირველადი წარმოების სასოფლო-სამეურნეო სერტიფიცირების სქემის შემუშავება, დანერგვა და განვითარება; მწარმოებლების სერტიფიცირების გზით; საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება; გეო გაპის განხორციელება შერჩეულ საპილოტე ფერმერულ მეურნეობებში; ტრენინგების ჩატარება მავნებლების ინტეგრირებულ მართვაზე, აგროქიმიკატების გამოყენებაზე, პირველადი დახმარების აღმოჩენაზე, ჰიგიენის წესებზე და ა.შ. რისკების შეფასება და შიდა აუდიტი; ფერმერების მიერ ჩანაწერების წარმოება - აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესახებ; მიწის რეგისტრაცია - სერტიფიცირებულ ფერმერებს რეგისტრირებული უნდა ჰქონდეთ თავიანთი მიწა.

„USAID Zrda საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს საქართველოში პირველადი სასოფლო სამეურნეო სერტიფიცირების (Geo GAP) სქემის შემუშავებას, დანერგვას და განვითარებას. USAID Zrda-ს ხელშეწყობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიზანია, მწარმოებლის სერტიფიცირების გზით, უზრუნველყოს ქვეყანაში პირველადი წარმოების პროდუქციის ხარისხის გაზრდა და შენარჩუნება, ასევე სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება. ის სტანდარტები, რომელის დანერგვასაც აპირებს ფერმერთა ასოციაცია, ძალიან დაეხმარება მცირე და საშუალო ფერმერებს პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მათი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყოს კონკურენტუნარიანი“, - განაცხადა USAID-ის ზრდა პროექტი საქართველოში ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა