„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისის მე-15 საბავშვო ბაღთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, მე-15 ბაღის ტერიტორიაზე ან მის არეალში წყალმომარაგების სისტემაზე დაზიანება არ ყოფილა და არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა, -ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს.

„გუშინ, 2 მაისს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია - მე-15 ბაგა-ბაღში წყლის სიმღვრივესთან დაკავშირებით, რასაც კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოყვა: ცენტრალური ლაბორატორიის წარმომადგენელი, ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, ადგილზე გავიდა და შესაბამისი მოკვლევა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მე-15 ბაღის ტერიტორიაზე ან მის არეალში წყალმომარაგების სისტემაზე დაზიანება არ ყოფილა და არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა. კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა, იმის მიუხედავად, რომ შიდა ქსელი “ჯივიპის” კომპეტენციაში არ შედის, ბაღის შიდა სისტემა გარეცხა, რის შემდეგაც წყლის სიმღვრივე მომენტალურად გამოსწორდა.

პარალელურად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები აიღეს. სინჯების აღებიდან 3 საათში დადგინდა, რომ წყლის ხარისხის ქიმიური ანალიზის შედეგი სრულად შეესაბამებოდა ნორმას. მიკრობიოლოგიური ანალიზის პასუხები კი - 72 საათში გახდება ცნობილი. (კვირა, 6 მაისი, 16:00 საათი)“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დიდუბის რაიონში მდებარე მე-15 საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ორი დღის განმავლობაში ვერ მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაღების სააგენტოში განუცხადეს, გუშინ წყლის მილებიდან მღვრიე წყალი წამოვიდა, რის გამოც ბავშვები ბაღში 3 და 4 მაისს ვერ ივლიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა