ნინო ბურჯანაძე - მე დავინახე შეშინებული პრეზიდენტი და მონების პარლამენტი

გუშინდელმა გამოსვლამ ჩვენ დაგვანახა, რომ არ ვართ სახელმწიფო და არ გვყავს პრეზიდენტი, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბოლო საპარლამენტო მოხსენების შეფასებისას განაცხადა. ბურჯანაძის შეფასებით, გუშინ განვითარებული მოვლენები პრეზიდენტის, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის ინსტიტუტების შეურაცხყოფაა.

„ეს არ იყო პრეზიდენტის ანგარიში, ეს იყო მხოლოდ ვითარების მიმოხილვა. შეიძლება გამოიყოს რამოდენიმე სწორი შენიშვნა, რაც პრეზიდენტმა თავის 20-წუთიან მოხსენებაში გააჟღერა, მაგრამ მას არ ჰქონია მცდელობა დაესახელებინა იმ პრობლემების მიზეზები, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. გიორგი მარგველაშვილს ამის გამბედაობა არ ეყო. გუშინ მე დავინახე შეშინებული პრეზიდენტი და მონების პარლამენტი. პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად პარლამენტს ტოვებდეს, ეს არც ამ ქვეყანაში მინახავს და არც სხვა ქვეყანაში. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, პარლამენტში მიწვეული იყო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოება ელოდებოდა პრეზიდენტის მოხსენებას, რას იტყოდა ის, როგორ უპასუხებდა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და რა ვიხილეთ? გაქცეული პრეზიდენტი. ეს იყო როგორც პრეზიდენტის, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის ინსტიტუტების შეურაცხყოფა, ასევე საზოგადოების უპატივცემლობა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, უმრავლესობას შეეძლო პრეზიდენტის თხოვნა დაეკმაყოფილებინა და მარგველაშვილს ყველა შეკითხვაზე არა დასკვნით სიტყვაში, არამედ მანამდე ეპასუხა.

„რაც შეეხება რეგლამენტს, მე მაინტერესებს, გიორგი მარგველაშვილის ნაცვლად იქ რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, ვინმეს რეგლამენტი გაახსენდებოდა?! ვინმე გაბედავდა ივანიშვილისთვის იმის შეხსენებას, რომ რეგლამენტი საერთოდ არსებობს? რა თქმა უნდა, არა! ამიტომ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეეძლო თავის დასკვით სიტყვაში ეპასუხა ყველა შეკითხვაზე, არა მანამდე, რადგან ეს არ იყო კითხვა-პასუხის საღამო, მაგრამ არც იმით დაშავდებოდა რამე რომ უმრავლესობას პრეზიდენტის თხოვნა დაეკმაყოფილებინა. ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი კანონი და მუხლები დაურვევია უმრავლესობას, როცა მათ ეს სჭირდებოდათ. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? კონსტიტუცია გადაგვახიეს თავზე. მონების პარლამენტი გვაქვს და მონების ქვეყანად გადავიქცევით და მონა, როგორც წესი, ძალიან მაგარია იმასთან, ვიზეც მისი პატრონი გაბრაზებულია“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა