პარლამენტის აპარატსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პარლამენტის აპარატსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, რომელიც 10 სახელმწიფო უწყების საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმდა, არსებული რესურსების ურთიერთგაცვლისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, აპარატების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ შემდგომ განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

“საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია სახელმწიფო დაწესებულებების საგანმანათლებლო ცენტრების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა და საფუძველს ვუყრით თანამშრომლობას, იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რაც ერთმანეთთან კოორდინაციით, ერთმანეთის რესურსების გაცვლითა და ხელშეწყობით, გაზრდის იმ საქმიანობის ეფექტიანობას, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით და ეს არის სახელმწიფო საქმე“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე.

პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, მემორანდუმი თავისი ფორმითა და შინაარსით უპრეცედენტოა და ხელს შეუწყობს იმ სტანდარტების დანერგვას, რაც სასიცოცხლოდ საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურების ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებასა და პროფესიონალური დონის ამაღლებისთვის.

“დღევანდელი მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ ვიწყებთ ურთიერთობების ახალ ეტაპს და მიხარია, რომ წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულებები არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ ერთმანეთთანაც დაიწყებენ მჭიდრო კომუნიკაციას და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო მომავალს წაადგება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მან მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის და სახელმწიფო უწყებების საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის გაწეული შრომისთვის.

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის საქმიანობისა და განვითარების შესახებ ინფორმაცია სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, თათა ომიაძემ გააცნო. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სტუმრებმა სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს