აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები განხორციელდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები განხორციელდება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელების თაობაზე.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს პირობებში აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლას, მისი ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მათი გამოყენების შესაძლებლობას და მიზანშეწონილობას, მონიტორინგს და მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის შესწავლას.

“განკარგულების პროექტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით, 500 000 ლარს გადასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომელსაც სახელმწიფო საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართული მეცნიერები შეისწავლიან საქართველოში ფაროსანას ბიოლოგიისა და რიცხოვნობის დინამიკას. შემუშავდება მავნებელთან დაკავშირებული სხვა კვლევითი აქტივობები, მათ შორის: აზიური ფაროსანას ბიოანტაგონისტებისა და ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მცენარეთა დაცვის, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის შესწავლა და სხვა.

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხა გაიცემა გრანტის სახით ღია კონკურსის საფუძველზე და დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების შედეგად შეირჩევა საუკეთესო ხარისხის კვლევითი პროექტები. შედეგად, ქვეყანა მიიღებს მეტ გამოცდილებას და ფაქტობრივ მონაცემებს მავნებლის ბიოლოგიის, გადაადგილების მარშრუტების, რიცხოვნობის შესახებ, რაც აისახება სათანადო მონაცემთა ბაზებში და გამოყენებული იქნება მავნებელთან შემდგომი ბრძოლის ოპტიმიზაციისათვის“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა