ვახტანგ ყოლბაია და ელგუჯა გვაზავა აფხაზეთიდან დევნილ ჰოკეისტებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების წევრებს, აფხაზეთიდან დევნილ გია და დავით ოგანეზიანებს შეხვდნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრაზე ასევე საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ილია დავიდოვი და ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია იმყოფებოდნენ. ასევე ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათ ეროვნული ნაკრების წევრებს კეიპტაუნში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ცნობისთვის, საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წელს კეიპტაუნში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის გამარჯვებული გახდა. ამ გამარჯვებით ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე დივიზიონში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო