არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს

ვუპასუხებ თვითონ ბატონ პრეზიდენტს, რომელიც გიორგი აბაშიშვილის პირით გვესაუბრება - რა თქმა უნდა, ეს არის პარლამენტის კიდევ ერთი შეურაცხყოფა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე პრეზიდენტის უარის შეფასებისას განაცხადა. თალაკვაძის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში.

„გუშინ პრეზიდენტმა თავი აარიდა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესს და დატოვა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესი. დღეს მან თავი აარიდა საჯარო დებატებს, რომელიც პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესში იყო, რომ საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია მისი ანგარიშის შესახებ და მას გაეცა პასუხები იმ კითხვებზე, რაზეც გუშინ ითხოვდა ფორმატის შეცვლას. ეს არის ძალიან გაუგებარი, პირველ რიგში, და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი- ეს იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში.

ჩვენ მზად ვიყავით დებატებისთვის გუშინ, ჩვენ შევთავაზეთ დღეს სატელევიზიო დებატები და მზად ვართ დებატებისთვის დღესაც, თუმცა, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს - 150 დეპუტატს, რომელიც პარლამენტში სწორედ ხალხის პირდაპირი არჩევნებით არის წარმოდგენილი. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ სტანდარტს გვიჩვენებს და პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც გუშინ ითხოვდა. მან გუშინ მოითხოვა კითხვებზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა. დღეს, როდესაც შევთავაზეთ ეს შესაძლებლობა, უარს აცხადებს პირდაპირ სატელევიზიო დებატზე, სადაც საზოგადოებას შეეძლო, თავად დაენახა, თუ რამდენად ჰქონდა მას პასუხები კითხვებზე, რამდენად შეუძლია უპასუხოს იმ კრიტიკულ განწყობებს, რომელიც გუშინ პარლამენტში იყო წარმოდგენილი არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა