გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომპანია “თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ბენდელიანის, კოსტავას, სანაპიროს (ნაწილობრივ), საბურთალოს, ანტონოვსკაიას, თამარაშვილის, კარტოზიას, საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის და ცაგარელის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, ელბაქიძის აღმართის, საქანელას, ჯავახიშვილის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ატენის, აბაშიძის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, ერეკლე მეორეს, შარდენის, სიონის, თუმანიანის, რკინის რიგის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, აბასთუმნის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ზაზიშვილის, გროზნოს, მამრაძის (ნაწილობრივ), დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას და 9 ძმის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აცხადებენ კომპანიაში.