მრავალშვილიანი დედები განცხადებას ავრცელებენ

მრავალშვილიანი დედები აგრესიული და ისტერიული ჯგუფებისაგან დაცვას ითხოვენ, - ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენი ორგანიზაციის წევრები, მრავალშვილიანი დედები, შეურაცხყოფილი ვართ იმით, რაც მოიმოქმედეს ლგბტ-თა ერთმა ჯგუფმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. მათ აგრესიით, ყვირილით, შეურაცხყოფით - შეტევა და ზეწოლა მოახდინეს კომიტეტის თავმჯდომარეზე, პარლამენტარებზე და დამსწრე საზოგადოებაზე. მათი საქციელი არანაირ საკანონმდებლო, სახელმწიფოებრივ და დემოკრატიულ ფორმატში არ ჯდება.

გაკვირვებულები ვართ, რომ მანდატურებმა თავიანთი უფლება-მოვალეობა არ შეასრულეს და ამ აგრესიულ ჯგუფს კომიტეტის სხდომა არ დაატოვებინეს.

ჩვენ, მრავალშვილიანი დედები აქტიურად ვართ ჩართული საკანონმდებლო აქტივობებში და მუდმივად ვესწრებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომებს დემოგრაფიულ საკითხებზე კანონპროექტის განხილვისას.

ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ კომიტეტის თავმჯდომარისგან, ქალბატონ სოფიო კილაძისგან ღირსეულ თანადგომას და მხარდაჭერას ყველა საზოგადოებრივ საკითხებში, ასევე მის მაღალ პროფესიონალიზმს და თანადგომას ვუცხადებთ მას.

რადიკალურად ვემიჯნებით რა, ყოველგვარ ძალადობას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მივმართავთ ხელისუფლებას და ვითხოვთ გამოიყენოთ თქვენი უფლებამოსილების ყველა ბერკეტი და დაგვიცვათ ჩვენ, ვისთვისაც ღირებულია სამშობლოს მცნება, დემოგრაფია, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ფასეულობები, ასეთი აგრესიული და ისტერიული ჯგუფებისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ნინო ბზვანელი - 13 შვილის დედა, პედაგოგი; სოფიო პაიჭაძე - 12 შვილის დედა, დიასახლისი; ნათია სალუქვაძე - 10 შვილის დედა, დიასახლისი; ნინო სილაგავა - 10 შვილის დედა, მათემატიკოსი; ხატია გაჩეჩილაძე - 9 შვილის დედა, პროგრამისტი; ნინო მანწკავა - 8 შვილის დედა, ჟურნალისტი; ნინო მხეიძე - 8 შვილის დედა, პიანისტი; შორენა ნახუცრიშვილი - 7 შვილის დედა, ტურიზმის მენეჯერი; მარიამ ბარნოვი - 6 შვილის დედა, ისტორიკოსი; მაკა არზიანი - 6 შვილის დედა, ფილოსოფოსი; მაია პეტრიაშვილი - 6 შვილის დედა, იურისტი; მაია მირზაშვილი - 6 შვილის დედა, დიასახლისი; ნინო კლდიაშვილი - 6 შვილის დედა, არქიტექტორი; მარიამ ებანოიძე - 6 შვილის დედა, ჟურნალისტი; ნინო ლამპარაძე - 6 შვილის დედა, პედაგოგი; მაკა ნიშნიანიძე - 6 შვილის დედა, ხელოვნებათმცოდნე; სალომე ნეფარიძე - 5 შვილის დედა, ხელოვნებათმცოდნე; მარიამ სილაგავა - 5 შვილის დედა, ექიმი; ნინო ბელაშვილი - 5 შვილის დედა, აღმოსავლეთმცოდნე; მაია ჯაშიაშვილი - 5 შვილის დედა, ექთანი; თეა ფაღავა - 5 შვილის დედა, ფილოლოგი - ხელოვნებათმცოდნე; ქეთევან ვადაჭკორია - 5 შვილის დედა, ფსიქოლოგი; ეკა გოგინავა - 5 შვილის დედა, მხატვარი; ლალი კალანდაძე - 5 შვილის დედა, ინგლისურის ფილოლოგი; ნათია მირზაშვილი - 5 შვილის დედა, ექთანი; მაკა თამამაიშვილი - 5 შვილის დედა, მხატვარი; ეკატერინე ჩემია - 5 შვილის დედა, ბიოლოგი; ნინო კურტიდი - 5 შვილის დედა, დიასახლისი; თამარ კასრაძე - 5 შვილის დედა, მხატვარი - პედაგოგი და ნათია ცერცვაძე - 5 შვილის დედა, ექიმი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს