გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 555 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში - ახალსოფელი, ჩაბანო, ჭურჭელაურები, კვერნაულა და მიმდებარე სოფლებში.

10:30-დან 18:00 საათამდე 2537 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფელბში - არაგვისპირი, ჭოპორტის აგარაკები, არბოეთი, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში,15:00-დან 17:00 საათამდე 803 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ციხედიდის ტერიტორია და მიმდებარედ, აგრეთვე მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს